გიგლა აგულაშვილი პრემიერ მინისტრისა და მომღერალ გია გაჩეჩილაძის შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს
04-02-2016, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მომღერალ გია გაჩეჩილაძეს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა, თუმცა მისი თქმით, ეს ტელეკომპანია "მაესტროს" არ უკავშირდებოდა.


"რამდენადაც მე ვიცი, ასეთი შეხვედრა შედგა, მაგრამ აბსოლუტურად არ იყო დაკავშირებული მედიასაშუალებასთან. ეს იყო ჩვეულებრივი, კერძო ვიზიტი", - განუცხადა აგულაშვილმა ჟურნალისტებს.


რაც შეეხება უშუალოდ "მაესტროში" მიმდინარე პროცესებს, აგულაშვილის თქმით, "მთავრობა არ ერეოდა, არ ერევა და არც მომავალში არ უნდა ჩაერიოს არც ერთი მედიასაშუალების მენეჯმენტსა და საქმიანობაში".


"ეს არის მთავრობის საქმიანობის მიღმა პროცესი. მთავრობამ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ შექმნას პირობები იმისთვის, რომ მედიასაშუალებებს მიეცეთ დამოუკიდებლად მაუწყებლობის, გაშუქების ფართო შესაძლებლობა. შესაბამისად, ჩემი, ისევე როგორც მთავრობის დამოკიდებულება ამ შემთხვევაში ცალსახაა - ჩვენ ვართ ღია მედიასთან სათანამშრომლოდ, ვართ გახსნილები იმისთვის, რომ თქვენ მოგცეთ ინფორმაცია და შესაბამისად, თქვენ თქვენი პროფესიული მოვალეობა შეასრულოთ, საზოგადოებას მიაწოდოთ ინფორმაცია, დაგვისვათ მწვავე კითხვები, მაგრამ აქ უნდა დავსვათ წერტილი. მენეჯმენტში ჩარევა ჩვენი საქმე არ არის," განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი