მთავრობა კრიზისებისა და უშიშროების საბჭოების გაერთიანებას და პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ მოქცევას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" შესაბამის ინიციატივაზე კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
"მე გამოვხატავ ერთი მინისტრის და მთლიანად მთავრობის პოზიციას - ჩვენ ერთსულოვანი პოზიცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას, რომელიც არის ძალიან ბევრი ტვირთის, პასუხისმგებლობის მატარებელი კოლეგიური მართვის ორგანო, სჭირდება მართვის ინსტრუმენტები. მას უნდა ჰქონდეს ცალკე კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობის წინაშე ვალდებულებები შეასრულოს. ასე რომ, ამ საბჭოების გაერთიანებას და პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ მოქცევას მთავრობა მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა წულუკიანმა.
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" გამოდის ინიციატივით, რომ კრიზისების მართვის საბჭო ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი გახდეს, - ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ გუშინ, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.