პაატა იმნაძე: საქართველოში გრიპის ვირუსის პიკი გადავლილია
04-02-2016, 03:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი ავადდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"შემთხვევების უმეტესობა გართულების გარეშე იყო. ზოგიერთ შემთხვევაში მძიმედ მიმდინარეობდა, თუმცა პაციენტები გამოჯანმრთელდნენ. იყო ასევე ფატალური შემთხვევები, როდესაც ვირუსი სხვა მძიმე დაავადებების ფონზე განვითარდა", - განაცხადა იმნაძემ. მისივე ინფორმაციით, 100 000 მოსახლეზე ამ მომენტისათვის გრიპის 357 შემთხვევა ფიქსირდება. პაატა იმნაძემ გრიპის ავადობასთან დაკავშირებით რუსეთისა და უკრაინის სტატისტიკური მაჩვენებლებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში 100 000 მოსახლეზე 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. "უკრაინაში გრიპის ვირუსებისაგან 190-მდე ადამიანი გარდაიცვალა", - აღნიშნა იმნაძემ.

 

 

შედარებისათვის პაატა იმნაძემ მედიას საქართველოში გასულ წლებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემებიც წარუდგინა და განმარტა, რომ 2009-2010 წლებში გრიპის ვირუსის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა. 2011-2012 წლებში 53 ადამიანი, გასულ წელს კი გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

 

"დღევანდელი მონაცემებით გარდაცვლილია 9 პაციენტი, რომელთაგანაც 8 H1N1 ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, ერთი პაციენტი კი H3N2-ით. ბოლო მონაცემებით, ცენტრში გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 255 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათი 90% H1N1 ვირუსზე მოდის. წლევანდელი გრიპის სეზონი ჩვეულებრივია. მიმართვიანობის ზრდის ტემპი უკვე შემცირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სრული მონაცემები მომავალი კვირის ორშაბათს ექნება", - განაცხადა იმნაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი