გოგი თოფაძე: გიორგი მარგველაშვილი ქართველ ხალხს ასე აფასებს: „გონებრივი სისუსტე მსუბუქი დებილობის ფორმით“
04-02-2016, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე განმარტება ტელეკომპანია „tv პირველის“ ეტერში გააკეთა.


პირდაპირ ეთერში დეპუტატმა ჟურნალ „დრო მშვიდობისა“-ში წლების წინათ გამოქვეყნებული სტატიიდან ამოიკითხა ციტატა, სადაც მისი თქმით, წერია, რომ გიორგი მარგველაშვილი ქართველ ხალხს ასე აფასებს: „გონებრივი სისუსტე მსუბუქი დებილობის ფორმით“.


„ძალიან დიდი სტატიაა სხვათაშორის. ქართველ ხალხს მან მიაყენა შეურაცხყოფა და ძალიან სამწუხაროა. მე მაქვს დოკუმენტები, ეს ყველაფერი არის ამობეჭდილი იმ გაზეთიდან. ძალიან შევწუხდი, რომ ასე აფასებს ქართველ ხალხს პრეზიდენტი. უფრო მძიმე შეფასებებია.


ჩემს გამოსვლაში ძალიან ბევრი საქები სიტყვაც ვთქვი პრეზიდენტზე, მაგრამ მე გავაკრიტიკე იგი იმის გამო, რომ ქართველ ერს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა. თუ მიგაჩნია, რომ ქართველები არიან დებილები, მაშინ არც უნდა იყო იმ ხალხის პრეზიდენტი. არ ეკადრება პრეზიდენტს თავის ხალხზე ჰქონდეს ასეთი წარმოდგენა. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი ეგ შენიშვნა გამეკეთებინა," განაცხადა თოფაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი