სტიქიის შედეგად დაზიანებული 27 ავტომობილის მფლობელისთვის 74 ათას დოლარზე მეტი თანხა გამოიყოფა
04-02-2016, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელი 27 ფიზიკური პირისთვის 74 ათას დოლარზე მეტ ფულადი ანაზღაურება გამოიყოფა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

 

მათი ცნობით, მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კარლო ლაფერაძემ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებთან ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. პირველ ეტაპზე ხელშეკრულება 27 ფიზიკურ პირთან გაფორმდება, რომლებსაც ფულადი დახმარების სახით, ჯამში 74 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ჩაერიცხებათ.

 

 

სატრანსპორტო საშუალება რომელზეც ფულადი დახმარება გაიცემა იყოფა ორ კატეგორიად:

 

 

I კატეგორიაში შედის სტიქიის შედეგად განადგურებული ავტომობილები, რომლებიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით არ ექვემდებარება აღდგენას.

 

 

II კატეგორიაში კი შედის სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით ექვემდებარება აღდგენას.

(შემფასებელი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“).

 

 

წესის შესაბამისად, I კატეგორიას მიეკუთვნება ის დაზარალებული პირები, რომლებმაც სტიქიის დროს დაკარგეს სატრანსპორტო საშუალებები, (და გაცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ცნობა.) ამასთან, სატრანსპორტო საშუალების II კატეგორიას მიეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკვე აღდგენილია დაზარალებული პირის მიერ.

 

 

I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება ნაკლებია 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით;

 

 

I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარის ტოლია ან მეტია – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 70 %-ის ოდენობით.

 

 

II კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 25 %-ის ოდენობით.

 

 

სააგენტო ფულად დახმარებას არ გაუწევს იმ პირებს, რომლებსაც დაზღვეული ჰყავდათ ავტომობილი. ასევე, იმ პირებს, რომლებსაც კერძო სექტორის მხრიდან გადაეცათ ავტომობილები, ან მიიღეს ფულადი დახმარება.

 

 

იმ ფიზიკურმა პირებმა, რომლებსაც 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაუზიანდათ ავტომობილები და არ ირიცხებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიებში, უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი