ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ
04-02-2016, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ბაია გადაბაძის მმართველობისას ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა და იმედს იტოვებენ, რომ ეს მდგომარეობა არც მომავალში შეიცვლება.


"მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა "მაესტროს" თანამშრომლებისთვის ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც კომპანიის არსებობის არც ერთ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. მათ შორის, არც ბაია გადაბაძის მმართველობისას. მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში ყოველთვის გარანტირებული იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ ყოფილა ჩარევის არც ერთი მცდელობა.


ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლები ვიმედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება და "მაესტრო" არ დაკარგავს იმას, რის გამოც ის ყოველთვის იყო აქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო," ნათქვამია ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი