თუ ეს კანონპროექტი იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ანაფორიანი ბანდიტები თურმე არ უნდა შევაფასოთ, ამას მხარს არ დავუჭერ - აკაკი ბობოხიძე
04-02-2016, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ თუკი მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული, რას ჰქვია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაშინ იგი სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.


"არ მაქვს პრობლემა, რომ ამ ცვლილებებს მხარი დავუჭირო, მაგრამ თუ ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ანაფორიანი ბანდიტები თურმე არ უნდა შევაფასოთ, ამას მხარს არ დავუჭერ. რა იყოთ, ეს სიტყვა გაშინებთ? დიახ, ანაფორიანი ბანდიტებიც არსებობენ. ასეთ შემთხვევაში ეს ვერ იქნება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა", განაცხადა ბობოხიძემ.


პარლამენტი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, სოსო ჯაჭვლიანის მიერ მომზადებულ ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი