სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა, ლევან შონიამ და ფოთის მერმა, ირაკლი კაკულიამ პროფესიულ კოლეჯ "ფაზისის" სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
სტუდენტთა პროფესიებისა და სპეციალობების შერჩევა-დაუფლების პროგრამებზე, არსებულ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე სტუმრებს კოლეჯის დირექტორი ნინო ბაკურაძე ესაუბრა.
პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი'' მრავალმხრივი მიმართულებისაა. კოლეჯში ეუფლებიან ბუღალტრის, მოლარის, საბაჟო დეკლარაციების სპეციალისტის, საბაჟო წარმომადგენლის, ოფისის მენეჯერის, ელექტრიკოსის, დურგლის, ძრავის შემკეთებლის, საკერავი მანქანის ოპერატორის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, თმის სტილისტის, სასტუმროს საქმის მწარმოებლის, გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიებს. გასულ სასწავლო წელს კოლეჯის ათასორასმა კურსდამთავრებულმა მიიღო სპეციალობა.
კოლეჯში მოქმედი ყველა სასწავლო-სახელოსნო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან,როგორც პროგრამების შემუშავების,ასევე კურსდამთავრებულთა დასაქმების თვალსაზრისით. კოლეჯში სწავლა უფასოა, ის სახელმიფო დიპლომს გასცემს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.