კრიზისების მართვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოების გაერთიანება მართებული არ იქნება, რადგან ერთი პრეზიდენტის, მეორე კი პრემიერ-მინისტრის სტრუქტურას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ "თავისუფალი დემოკრატების" შესაბამის ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა.
"ეს არის ორი საყრდენი სტრუქტურა - ერთი პრეზიდენტის, მეორე კი პრემიერ-მინისტრის. ამ სტრუქტურების გაერთიანება იდეაშიც კი არ იქნება მართებული. ორი სხვადასხვა შტოა. გარდა ამისა, ერთსაც და მეორესაც კონკრეტული და გაწერილი ფუნქციები აქვს. რეალურად, ერთი პრეზიდენტის, ხოლო მეორე პრემიერ-მინისტრის ძირითად სტრუქტურას წარმოადგენს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" გამოდის ინიციატივით, რომ კრიზისების მართვის საბჭო ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი გახდეს, - ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ გუშინ, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.