"მაესტროს" დირექტორის პოსტიდან ბაია გადაბაძის მოხსნის გადაწყვეტილება ტელეკომპანის პარტნიორთა კრებამ მიიღო. ამის შესახებ ჟურნალიტებს კრების მიმდინარეობისას მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებმა არ გაითვალისწინეს არც ერთი არგუმენტი და 55%-ის მფლობელმა მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, დირექტორის მოვალეობას შეასრულებს ლევან გაჩეჩილაძე. ადვოკატის თქმით, ჯერ უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბაია გადაბაძე მიღებულ გადაწყვეტილებას. კრებაზე გამოცხადებული შესვენების დროს შეხვედრის დარბაზი კომენტარის გარეშე ერთად დატოვეს გია და ლევან გაჩეჩილაძეებმა და ბაია გადაბაძემ. კრება სხვა საკითხებით რამდენიმე წუთში განახლდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.