საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხებში სახელმწიფო მდივანს, დანიელ იონიცას შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, შიდა პოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კურსი და რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების მნიშვნელობას და საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობას.
მათივე ინფორმაციით, დავით დონდუამ არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტრიბუციისათვის, რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა.
რუმინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის მიმართ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.