პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სპორტულ კომენტატორ ჯამლეტ ხუხაშვილს დღეს იუბილე პირადად მიულოცა და მას ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მარჯანიშვილის თეატრში, ჯამლეტ ხუხაშვილის დაბადებიდან 70 და მისი სპორტული კომენტატორობის 50 წლისთავი აღინიშნა.
იუბილე პრემიერმა ჯამლეტ ხუხაშვილს პირადად მიულოცა და ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა.
"განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს ძალისხმევას, თქვენს ცოდნას, ენერგიასა და ნიჭს არ იშურებთ ისეთი დიდი საქმისთვის, როგორიც არის ქართულ-ებრაული ურთიერთობები.
მე გისურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, წარმატებებს და მჯერა, რომ კვლავ დიდხანს და ერთგულად გააგრძელებთ სამსახურს ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს და მხნეობას გისურვებთ"- აღნიშნა პრემიერმა.
ღონისძიებაზე ასევე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.