თავდაცვის სამინისტრო ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ჟენევიდან ინფორმაციას მიმდინარე კვირის ბოლომდე ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ კონტიგენტთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე კომენტირებისას განუცხადა.
"ჩვენ გუშინ მთელი დღე, პარლამენტიდან წასვლის შემდეგ სენაკის მეორე ბრიგადაში გავატარეთ, სადაც იმყოფება ცენტრალურ აფრიკაში მყოფი მაშინდელი კონტიგენტის უდიდესი ნაწილი. მქონდა შესაძლებლობა ამ ბიჭებთან საუბრის, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ჩემი აზრით, ყოველი ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს სამხედრო მომსახურეებს. ისინი, რა თქმა უნდა, არ არიან ბედნიერი მედიაში გაკეთებული გამოხმაურებებით, რაც ამ დღეებში კეთდებოდა. ხაზგასმით ვამბობ, რომ უმნიშვნელოვანესია, გავუფრთხილდეთ ამ ადამიანებს. გამოძიების დასრულებამდე, ალბათ, კითხვები მუდმივად იქნება, თუმცა არ შეიძლება მთელ ჯარზე, ან მთელ კონტიგენტზე კეთდებოდეს იმ ტიპის განცხადებები, რასაც ვისმენთ.
გამოძიება ძალიან სწრაფი ტემპით მიდის. ჩვენ კრიტიკულად გვჭირდება ის ინფორმაცია, რომელსაც ველოდებით ჟენევიდან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, ვინ რა ჩვენება მისცა, როდის, რა თარიღებზეა აქ საუბარი, ამიტომ ველოდებით ამას და პირობა გვაქვს მიღებული, რომ ძალიან სწრაფად მივიღებთ. ანა დოლიძე არის მუდმივ კომუნიკაციაში უმაღლესი კომისრის ოფისთან და კვირის ბოლომდე ველოდებით, რომ ჩვენ ეს ჩვენებები გვექნება თბილისში. შესაბამისად, შევძლებთ მივიღოთ პასუხები კითხვებზე, რა თარიღებსა და რა ლოკაციებზეა საუბარი. ამასთან, ჩვენი სამხედრო პოლიციის გუნდი, რომელიც იკვლევს ამ საქმეს, მზადების პროცესშია ცენტრალურ აფრიკაში წასვლისთვის. მოგეხსენებათ, უბრალოდ ბილეთის ყიდვა და გამგზავრება არ არის საკმარისი, სჭირდება მთელი პროცედურა, მათ შორის სამედიცინო, სპეციალური აცრები უნდა გაიკეთონ", - განაცხადა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის თქმით, ამ ეტაპზე ქართული მხარისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა აფრიკამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.