მოქალაქეთა ნაწილმა მმართველი გუნდის წევრის, გოგი თოფაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების საპროტესტოდ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა.
საპროტესტო აქციას შეუერთდა ჟურნალ "დრო მშვიდობისას" ყოფილი რედაქტორი ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც ის ჟურნალი მოიტანა, საიდანაც გოგი თოფაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის შეფასებების ციტირება მოახდინა.
"მარგველაშვილის სტატიაში საუბარია გაზარმაცებულ ელიტაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანში" ებრძვის და არა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე. ტრაგიკული ფაქტია, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდა. მე ვფიქრობ, რომ მან ბოდიში უნდა მოიხადოს", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გუშინ პრეზიდენტი გააკრიტიკა. შესაბამისი განცხადებები თოფაძემ ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. თოფაძემ მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.