"სანამ რუსეთი სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმებს ახორციელებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს" - განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
ერდოღანის შეფასებით, "რუსეთი სირიაში მკვლელობებს განაგრძობს", შესაბამისად, სირიის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამისთვის პასუხისმგებლობა საუდის არაბეთს დააკისრა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული სირიაში რუსეთის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.