თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე მომუშავე გაერო-ს კომისიამ "ვიკილიქსის" დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის საჩივარი დააკმაყოფილა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
კომისიის მოსაზრებით, ასანჟის პატიმრობა ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში, რომელსაც ბრიტანელი პოლიციელები იცავენ, უკანონოა. მანამდე, "ვიკილიკსის" დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მზად არის, ბრიტანულ პოლიციას ჩაბარდეს, თუ გაერო-ს კომისია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ შეტანილ მის საჩივარს არ დააკამყოფილებს.
"ვიკილიქსის" ვებგვერდი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ამერიკული სახელწმიფო უწყებების საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა.
შვედეთში ექსტრადირების თავიდან ასაცილებლად, 44 წლის ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, რადგან თავიდან აერიდებინა შვედეთში, გაუპატიურების ბრალდებით ექსტრადირება. თავად ასანჟი ამ ბრალდებას უარყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.