ბაია გადაბაძე: სხვა გზა არ დამიტოვეს, გაფიცვას ვიწყებ
04-02-2016, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე გაფიცვას იწყებს, - ამის შესახებ "მაესტროს" პარტნიორთა კრებიდან გამოსულმა გადაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტნიორეთა კრებაზე განიხილეს მისი საკითხი, სადაც 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ თანამდებობიდან გადააყენა.

 

 

"გაკოტრების საქმის წარმოება ჩათვალეს ჩემს არასწორ ნაბიჯად და ასევე ლოგოს გადაცემა. გია და ლევან გაჩეჩილაძეებმა შემომთავაზეს დავრჩენილიყავი ტელევიზიაში და მემუშავა. მე მაინტერესებდა მათი კონკრეტული შეთავაზება, რის შემდეგაც მათ მთხოვეს, რომ ავსულიყავი ჩემს კაბინეტში სასაუბროდ. ვისაუბრეთ კაბინეტში. მათ ვერ დამარწმუნეს, რომ ფულის წარმომავლობა არის ქველმოქმედება, რომ ეს არის კეთილი მიზნებისთვის. მე მჯერა, რომ მათ უნდათ კარგი ტელევიზიის გაკეთება და აქვთ კარგი იდეები. გამორიცხულია, არ ვეთანხმები იმას, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს აქვს სურვილი დაეხმაროს "მაესტროს" და მიმაჩნია, რომ ჩემი გაშვების გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული.

 

 

მე ამ წუთიდან ვიწყებ გაფიცვას, მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ დავარეგისტრირო ჩემი პროტესტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დანიშვნის საკითხზე არ დაარეგისტრიროს, რადგან ეს იქნება არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება. მე ვბრუნდები პარტნიორთა კრებაზე, რათა მათ შევატყობინო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მე გადავდივარ ასეთ რეჟიმში, რადგნა სხვა გზა არ დამრჩენია", - განაცხადა გადაბაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი