საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. პროფკავშირები საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების რეფორმირებას აპროტესტებენ. BBC-ის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით შეწყვეტილია საჯარო ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა სკოლები და საავადმყოფოები.
საერთაშორისო კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმებით, წელს, საბერძნეთმა პენსიების გაცემისთვის განკუთვნილი თანხა 2 მილიარდი აშშ დოლარით უნდა შეამციროს. პროფკავშირები აცხადებენ, რომ საერთაშორისო შეთანხმებები საბერძნეთში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას გამოიწვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.