საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პრეპარატ "ჰერცეპტინით" ძუძუს ადრეული კიბოს მკურნალობის კურსს დააფინანსებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამინისტროში ბრიფინგი გამართა.
"თბილისის მერიამ გარკვეული პერიოდის წინ მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოიჩინა, როდესაც "ჰერცეპტინის" მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამ მოლაპარაკებებმა საშუალება მოგვცა გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი. შესაძლებლობა მოგვეცა მთელი საქართველოს მასშტაბით გაგვეხორციელებინა პროექტი, რასაც მერიამ ჩაუყარა საფუძველი. პრეპარატ "ჰერცეპტინის" საჭირო რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 12-13-ია. ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღირებულების 80%-ს აფინანსებს. პაციენტს მკურნალობა წელიწადში 50 000 ლარის ფარგლებში უჯდებოდა, ეს ღირებულება 7 000 ლარამდე შემცირდა. ნაწილი დააკლო კომპანიამ, 80%-ს ანაზღაურებს სამინისტრო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პრეპარატ "ჰერცეპტინის" მისაღებად პაციენტმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფორმა 100, მედიკამენტის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა, სოციალურ კატეგორიას მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ასევე გინეკოლოგიური და მამოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტის მორფოლოგიური ლაბორატორიის მიერ დადასტურებული HER-2 რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს არსებობის თაობაზე დასკვნები. დავით სერგეენკომ ქალბატონებს სკრინინგის შესაძლებობის გამოყენებისკენ მოუწოდა. მისივე ცნობით, დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია შეუძლიათ მოიძიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე მოჰ.გოვ.გე და ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 15-05.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.