იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განუცხადა. ქადაგიძეს ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ საქმეზე კითხავენ.
"ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, არაფერს სასიკეთოს ეს კანონი არ მოგვიტანს გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ბიუროკრატია და 10 მილიონით გაეზრდება ხარჯი ეროვნულ ბანკს", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების სარჩელის განხილვა ეროვნული ბანკის საქმეზე დღეს დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 12 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" 39 დეპუტატის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ასევე, დააკამყოფილა მათი მოთხოვნა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერების თაობაზე. პლენუმის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
მოსარჩელეები ასევე, არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ, პარლამენტის მიერ კანონში განხორციელებულ კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ახლად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს. პარლამენტის 39 დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 22 სექტემბერს შეიტანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.