გოკა გაბაშვილი: ქვეყანას პატრონი არ ჰყავს - მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს
04-02-2016, 06:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობის ეკონომიკურ ხედვას ეთანხმება, სინამდვილეში მთავრობას არანაირი ხედვა არ აქვს, - ამ სიტყვებით ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.

 

 

"დარწმუნებული ვარ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონია განზრახვა ცინიკური ყოფილიყო, მაგრამ ზოგჯერ არამხოლოდ სიტყვებია ცინიკური, არამედ ვითარება. ბატონმა პრეზიდენტმა არისტოტელეთი დაიწყო და ბრძანა, რომ თავისუფალია ქვეყანა, სადაც კანონი ბატონობს და არა ინდივიდები. არისტოტელემ თქვა, რომ თავისუფალია ქვეყანა, სადაც კანონი ბატონობს და არა მოქალაქეები და ეს ფორმულირება სწორედაც რომ უხდება დღევანდელობას, რადგან ამ ქვეყანას დღეს არაუფლებამოსილი პირი - ივანიშვილი მართავს თავისი პირადი მთავრობით.

 

 

შესაბამისად, დანარჩენი ყველაფერი, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, გამორიცხავს იმ მთავარს, რაც თავშივე ნათვამი იყო, რომ თავისუფალი ვერ იქნება ქვეყანა, რომელსაც ერთი ადამიანის ახირება მართავს. ზუსტად იმ დროს, როცა პრეზიდენტი თავის სიტყვას წარმოთქვამდე ციხისძირში ასწლოვან ხეებს ბულდორზერებით გლეჯდნენ და ივანიშვილის ეზოში გადაჰქონდათ, რადგან მას ძალიან უყვარს გიგანტური ხეები. ესაა რეალური ვითარება, რომლის ფონზეც თავისუფლების დახვეწა ცინიზმია.

 

 

ნეპოტიზმით გაბერილია ხარჯები, უამრავი თანხა იხარჯება გაზრდილ ბიუროკრატიაზე. ასეთივე პრობლემაა რეგულაციები, რომელიც ეკონომიკას ამუხრუჭებს და სამწუხაროდ, პრეზიდენტს ამისთვის ვეტო არ დაუდია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარება შეფერხდეს. იგივე გადასახადების გაზრდა, უაზრო რეგულაციები, რაც ბიზნესს აკოტრებს და საერთო ჯამში ეკონომიკურ განვითარებაზე ცუდად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, ექსპორტი მცირდება და ესაა ამ უნიათო მთავრობის მმართველობის შედეგი. პრობლემაა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზეც, სადაც ჩვენი ქვეყნის პრობლემები მიჩუმათებულია და ესეც ამ უნიათო მთავრობის მმართველობის შედეგია, იმ საგარეო პოლიტიკის, რასაც "ოცნება" აწარმოებს. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს,"- განაცხადა გაბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი