„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ მაჭავარიანმა, გიგი წერეთელმა და ხათუნა გოგორიშვილმა შეხვედრები ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან ბატონ კენ ვოლაკთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს.
შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), სადაც დელეგაციას IRI-ს რეგიონალურმა დირექტორმა ევრაზიის საკითხებში ბატონმა სტივ ნიქსმა უმასპინძლა.
შეხვედრების ძირითად თემას ურთიერთთანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და პროგრამები წარმოადგენდა. მხარეებმა საქართველში მიმდინარე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე, ოპოზიციის ინიციატივაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და 2016 წლის არჩევნებში დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობის მობილიზების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ასევე, განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლირტიკურ საკითხებზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის დამოკიდებულება, პოლიტიკურ პროცესში ქალთა ჩართლობის ზრდის პერსპექტივები და გენდერული თანასწორობის საკითხები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.