ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის
04-02-2016, 07:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და უნგრული ავიაკომპანია "ვიზეარს" შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება 2016 წელს ავიაკომპანია "ვიზეარის" ბაზის გახსნის შესახებ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სასახელობის საერთაშორისო აეროპორტში.


წარმატებით დასრულებული მრავალწლიანი მოლაპარაკების შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი მუდმივად განათავსებს ერთ თვითმფრინავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით სულ 23 ბაზას ფლობს, 24-ე ბაზა უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება. ეს იქნება რეგიონში "ვიზეარის" პირველი ბაზა.


უნგრული ავაიაკომპანია "ვიზეარი" 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ბაზირების შედეგად ქუთაისი გახდება რეგიონში პირველი აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზირებით, რაც ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდასა და ახალი მიმართულებების განვითარებას.


2016 წლის 19 თებერვალს დაგეგმილა ავიაკომპანია "ვიზეარის" დირექტორის, ჯოზეფ ვარადის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში მოხდება ბაზისა და სამომავლო გეგმების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.


ავიაკომანია "ვიზეარის" ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.


2015 წელს ავიაკომპანია "ვიზეარმა" გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი 2,600 მაღალკავიფიციურ კადრს მოიცავს.


ამავე წელს "ვიზეარი" მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიოს ტრანსპორტის ჟურნალის მიერ მოწინავე ავიაკომპანიად აღიარეს.


დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფლობს და ოპერირებას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად განახლდა 2012 წელს და წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი