ადგილობრივი არჩევნების ოფიციალური თარიღი საბოლოოდ დღეს უნდა განისაზღვროს
14-04-2014, 08:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემულ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც არჩევნების თარიღად პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლისას გაჟღერებული თარიღი - 15 ივნისი განისაზღვრა, მთავრობის თანხმობა ესაჭიროება და სავარაუდოდ, მთავრობა, დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის განკარგულებას მოიწონებს.

 

 

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე" მთავრობის ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შეტანილი. მომხსენებელი კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძეა.

 


საარჩევნო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი