საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც თავად ან თუნდაც დეპუტატი გოგი თოფაძე. დავით სერგეენკომ შესაბამისი კომენტარი პარლამენტში თოფაძის გუშინდელი გამოსვლის შეფასებისას ჟურნალისტებთან გააკეთა.
"ჩემი შეფასება ამ შემთხვევაში ძალიან ხისტი და კატეგორიული იქნება. ეს არის პოზიციის კატეგორიულად მიუღებელი გამოხატვა. ასეთი დეფინიცია, შედარებები, როგორც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვის მიუღებელია. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი დეფინიცია, გამოთქმა, გამოსვლა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.