პრემიერი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განათლების სისტემისთვის 140 მლნ დოლარის გამოყოფას საქართველოს მომავალში პირდაპირი ინვესტიციად აფასებს
04-02-2016, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

 

კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და პროგრამის მიმდინარეობა საქართველოს მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ ფატემა სუმარმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.

 


საუბარი შეეხო ახალ მიმართულებებს. პრემიერმა კორპორაციას კერძო სექტორის ჩართულობასა და პროფესიულ განათლებაზე მეტი აქცენტის გაკეთების თხოვნით მიმართა, რასაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ.

 


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, განათლების სისტემის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტი ამ მიმართულებით, აშშ-ის დახმარების ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა.

 


„140 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროგრამები - მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების სწავლება თბილისში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საშუალო სკოლებში, მასწავლებლების ტრენინგი და ბევრი სხვა", - განაცხადა პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კომპაქტის წარმატებით განხორციელების მხარდაჭერაში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერის როლზე ისაუბრა ფატემა სუმარმა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

 


მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებაში მეცნიერების, ტექნოლოგიების, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მიმართულებებით, რაც სამუშაო ადგილებზე მათ ხელმისაწვდომობას გაზრდის.

 

 

შეხვედრას, მთავრობის ადმინისტრაციაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი