თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურას საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ
04-02-2016, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურას თანხმობა მისცა. ნიკოლეიშვილის კანდიდატურას ხვალ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.

 


თბილისის მერის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით საკითხი იურიდიული კომისიის სხდომაზე დღეს განიხილეს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომას თავად გიგა ნიკოლაიშვილიც ესწრებოდა.

 


თედო კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ნიკოლეიშვილს კერძო და საჯარო სექტორში წამყვანის თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მერიაში ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა არ გაუჭირდება.

 


ჟურნალისტებთან საუბრისას თავად გიგა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ იგი "გლობალ თV"-ს ადმინისტრაციაში უსაფრთხოების უფროსად მუშაობდა და მის აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენას ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან ნაცნობობას არ უკავშირებს.

 


"მე ვადასტურებ იმას, რომ "გლობალ თV"-ს ადმინისტრაციაში უსაფრთხოების უფროსად ვმუშაობდი. ხვალ მოხდება ჩემი წარდგენა საკრებულოს სხდომაზე. სავარაუდოდ, ორშაბათიდან შევუდგები საქმიანობას", - აღნიშნა გიგა ნიკოლეიშვილმა.

 


იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის განცხადებით კი, არსებითად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი სად და ვისთან მუშაობდა. "მთავარია ადამიანს რა პროფესიული გამოცდილება აქვს. როგორი პროფესიული კადრია. ვფიქრობ, გიგა ნიკოლეიშვილი შეძლებს თბილისის ადმინისტრაციაში საკმაოდ კარგად წარმოაჩინოს თავი და ქალაქის ხელისუფლებისთვის სასიკეთო საქმე გააკეთოს. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ეს იქნება "ქართუ ბანკი", "თი-ბი-სი ბანკი", "ბანკი რესპუბლიკა", "საქართველოს ბანკი" თუ რომელიმე სხვა სტრუქტურა, თუ ადამიანი არის პროფესიონალი, აქ კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს დასმული, ვისთან აკავშირებს მას მეგობრობა ან ნაცნობობა", - განაცხადა თედო კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი