ნინო გიორგობიანი: ავტომანქანა, რომლის კადრებიც გავრცელდა, სუს-ზე რეგისტრირებული არ არის
04-02-2016, 09:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის თქმით, დღეს მედიით გავრცელებულ კადრებზე ასახული ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ეკუთვნის. ამის შესახებ გიორგობიანმა "კვირას" განუცხადა.

 


გიორგობიანი განმარტავს, რომ არც ავტომობილში მსხდომი პირები არ არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

 


“აღნიშნული მანქანა, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე რეგისტრირებული. არც აღნიშნული პირები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ზოგადად, ჩვენს სამსახურს ამ სერიით მანქანები არ ჰყავს. შესაბამისად, კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას“, – აცხადებს ნინო გიორგობიანი.

 


ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში მოთხოვნა დაარეგისტრირა, რომელშიც მოითხოვს, მისი თანხმობის გარეშე ტელეკომპანია მაესტროს დირექტორად არავინ არ დაინიშნოს. რეესტრიდან გამოსულმა გადაბაძემ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ მას ჯიპის ტიპის შავი მანქანა დაჰყვება და მისი თქმით, ეს სუს-ის წარმომადგენლები არიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი