გორის საკრებულოს თავმჯდომარის, პაპუნა კობერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე მსჯელობს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ორი მთავარი საკითხი განიხლება: ქალაქ გორის ორჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტი და საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.
ერთი თვის წინათ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტიის" წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კომისიის 5 წევრის იმპიჩმენტი მოითხოვეს. დღევანდელ სხდომაზე სწორედ აღნიშნული საკითხებია მთავარი განსახილველი. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას წინ უსწრებდა გორის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება, სოსო ფალელაშვილმა ფრაქციის თავმჯდომარეობასთან ერთად კოალიციის რიგებიც დატოვა. იმპიჩმენტის დასაყენებლად სწორედ ფალელაშვილის ხმაა გადამწყვეტი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 15 წევრისგან შედგება. აქედან "ქართული ოცნებაში" წევრი დარჩა.
გორის ადმინისტრაციულ შენობაში დილიდან დაცვის პოლიციის წარმომადგენლების სიმრავლე შეინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.