ფეხბურთის ფედერაციის კომისიის მიერ თერჯოლის საფეხბურთო მოედნის ინსპექცია მოხდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება, ა(ა)იპ თერჯოლის საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ ხელმძღვანელობა და თავად ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესებულები არიან იმით, რომ უმაღლესი ლიგის საშინაო შეხვედრები თერჯოლის საფეხბურთო მოედანზე ჩატარდეს.
როგორც guardian.ge -ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, გამგებლის 1-ლი მოადგილე თემურ ქოჩიაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
საფეხბურთო გუნდი „საპოვნელა“ ამჟამად თურქეთის ქალაქ ანტალიაში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, სადაც ამხანაგური შეხვედრები გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.