"პარლამენტში დაიწყო კამპანია, სახელწოდებით "საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო"
05-02-2016, 01:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"პარლამენტში გუშინ დაიწყო კამპანია, სახელწოდებით "საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას.


როგორც პრეზიდენტმა გუშინ, გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" საუბრისას განაცხადა, მის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს კამპანიები სხვადასხვა ლოზუნგებით მიმდინარეობდა და ეს არ უკავშირდება პოლიტიკას, არამედ გარკვეული პიარის ნაწილია.


მარგველაშვილის თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის დროს დეპუტატების მხრიდან კრიტიკა არ ისმოდა, ძირითადი თემები კი მიღებული და გაზიარებულია.


"კამპანია, რომელიც გუშინ დაიწყო, ახალი სახელწოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო, არ არის პირველი კამპანია ჩემს წინააღმდეგ. როდესაც მე გამოვაცხადე 2016 წელი ქალთა წლად, დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ქალები ციხეში ისხდნენ. როდესაც ვსაუბრობდი სხვადასხვა საკითხზე, დაიყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნება უყვარს. მე მახსოვს კამპანია, სახელწოდებით საქართველოს პრეზიდენტი შეკრულია "ნაციონალებთან". მიჭირს ამ კამპანიების ტალღების კომენტირება ან მათი მიზეზის განსაზღვრა. სიმართლე გითხრათ, არც ვუღრმავდები ხოლმე ამ საკითხებს. სამწუხაროა ის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილი არ არის, ეს რაღაც პიარის ნაწილია, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკას. გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ალბათ საკრიტიკებელი იყო ჩემი წინადადებები, მაგრამ კრიტიკა არ ისმოდა. ძირითადი თემები, რაზეც მე ვისაუბრე, იქნა მიღებული და გაზიარებული. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან თუ დავუკვირდებით ჩემს გამოსვლებს პარლამენტში, ჩემი გზავნილები პირველი გამოსვლიდან დღემდე უცვლელია," განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი