ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს პრემიერ მინისტრზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მასთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს. 2009 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში "გაერთიანებული ოპოზიციის" ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი პირველად ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი იყო "ერთადერთი ყოფილი ბანკირი, ვინც თავისი რისკის ფასად გვერდით ედგა მთელ ოპოზიციურ სპექტრს ბრძოლის განმავლობაში."
„მე და გიორგის 30-წლიანი მეგობრობა გვაქვს, ერთ დღეს ვართ დაბადებულები. გიორგი კვირიკაშვილი აქამდე პრემიერ-მინისტრი არ იყო და გვქონდა სისტემატური შეხვედრები, დაბადების დღეების ერთად გადახდაც კი ხდებოდა. აქედან გამომდინარე დამატებით პოლიტიკურ ელფერთან დაკავშირებით კითხვები მე არ მიჩნდება.
გიორგი კვირიკაშვილის ჩემი სუბიექტური დახასიათება არის ის, რომ ის არის ერთადერთი ყოფილი ბანკირი, ვინც თავისი რისკის ფასად გვერდით ედგა მთელ ოპოზიციურ სპექტრს ბრძოლის განმავლობაში. მე ეს არასდროს არ მითქვამს, მაგრამ რადგან მომეცა ამის საშუალება, ვამბობ.
გიორგი კვირიკაშვილი არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი თავის სფეროში, ამასთან ერთად, ის იქნება ძალიან გამჭვირვალე და ძალიან სუფთა პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ვალი დღეს არის, რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ გიორგი კვირიკაშვილს მის განვითარებაში, იმიტომ, რომ მასზე ბევრი რამე არის დამოკიდებული საქართველოს განვითარებიდან გამომდინარე და არ დავამძიმოთ უაზრო პოლიტიკური გირებით," განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.