თბილისში, აღმაშენებლის გამზირის გარკვეული ნაწილი შესაძლოა, მხოლოდ საფეხმავლო გახდეს
05-02-2016, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აღმაშენებლის გამზირის გარკვეული ნაწილი, კერძოდ, ფოსტის ყოფილი შენობიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე შესაძლოა, მხოლოდ საფეხმავლო გახდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.


"აღმაშენებლის გამზირის ერთი ნაწილი დაგეგმილია, რომ საფეხმავლო გახდეს. ეს საბოლოოდ გადაწყდება მას შემდეგ, რაც მარშუტები გადალადგება ალტერნატიულ ქუჩებზე. მშენებლობის პერიოდში გარკვეული შეზღუდვები ტრანსპორტის გადაადგილებაზე იქნება და ესეც გვიჩვენებს თუ რამდენად გადალაგდება ტრანსპორტი სხვა პარალელურ ქუჩებზე. დაგეგმილი გვაქვს, რომ ერთი ნაწილი ფოსტის შენობიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, იყოს საფეხმავლო, სადაც განთავსდება ღია კაფეები", - განაცხადა ნარმანიამ.


რაც შეეხება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას, რომლის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, ნარმანიას შეფასებით, პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. "2016 წელს დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებული 45 შენობა-ნაგებობის გამაგრებას, ფასადების მოპირკეთებას და შენობების კონსტრუქციული ნაწილის რეაბილიტაციას. იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების სისტემა ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელია დამატებითი გამწვანების კომპონენტის შეტანა, გამწვანდება. რეაბილიტირებული ნაწილი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ასევე მოწესრიგდება მშრალი ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია, 9 მარტისა და დედაენის ბაღები, მათ შორის კავშირის დამყარების მიზნით გაკეთდება მიწისქვეშა გვირაბი. მთლიანი ტერიტორია იქნება მნიშვნელოვნად მოწყობილი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისა და ვიზიტორებისთვის, რაც სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტს მისცემს ქალაქს," განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი