აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ლითანიშვილმა დაათვალიერა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, გზის საყრდენი კედლებისა და გვერდულების, წყალგამტარი მილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ამ დროისთვის,უკვე დასრულებულია ასფალტის საფარის დაგება და მიმდინარეობს კიუვეტებისა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული გზა ერთმანეთთან 5 სოფელს აკავშირებს და ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთის პირობით ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიდის. აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზას 40 წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია და აქ ოდესღაც არსებული ასფალტის საფარისაგან თითქმის არაფერი იყო დარჩენილი. მოსახლეობა ამორტიზებული გზის ნაცვლად, მინდვრების გავლით გადაადგილდებოდა.
პროექტის ღირებულება 5 მილიონ 194 ათასი ლარია და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებე 90 ადამიანია დასაქმებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.