პარლამენტში კვორუმი ისევ ვერ შედგა და შესაბამისად, პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა. რეგისტრაცია, რომელიც დღეს, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სამჯერ ჩატარდა, ბოლო ჯერზე მხოლოდ 71-მა დეპუტატმა გაიარა.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, პარლამენტში ფაქტობრივი კვორუმი იყო – სხდომათა დარბაზში 76 დეპუტატი იმყოფებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციამ რეგისტრაციის პროცედურა არ გაიარა, ფორმალური კვორუმი არ შედგა. დღეს პარლამენტში საგაზაფხულლო სესიის რიგით მეორე სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ერთ-ერთი მთავრი საკითხი, რაზეც დეპუტატებს უნდა ემსჯელათ, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.