ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია კიკაბიძის განცხადებით, მის მფლობელობაში არსებულმა "მაესტრო 24"-მა ფუნქციონირება "TV 11"-ის სიხშირეზე დაიწყო. როგორც კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ წუთებში ამ არხზე რადიო ფუნქციონირებს.
"მე ვარ დამოუკიდებელი კომპანია, მაქვს ავტორიზაცია, ვიყავი მარეგულირებელ კომისიაში და შევატყობინე, რომ ვიწყებ ტრანსლირებას და ეს არის საცდელი მაუწყებლობა. ამ წუთებში ოდნავ შეზღუდულია მაუწყებლობა დაფარვის კუთხით, "მაესტრო 24" არის აბსოლუტურად სხვა არხი და მასში მუშაობას შევთავაზებ ვისაც ექნება სურვილი და ვისაც ჩავთვლი საჭიროდ. მაუწყებლობა დავიწყე დღეიდან. ქალბატონ ბაია გადაბაძესთან მაქვს მოლაპარაკებები და შეიძლება აქვე ვიქირავო კუთხე ან სხვა შენობაში," განაცხადა კიკაბიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.