იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მაესტროს" წილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
"კანონი არ მოიაზრებს სხვა რაიმე ტიპის გადაწყვეტილებების მხედველობაში მიღებას. შესაბამისად, თუკი ჩვენთან შემოვა რომელიმე კერძო კომპანიის, მათ შორის, მედიასაშუალების მეწილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებას რეგისტრაციისას არ ექნება ხარვეზი, ჩვენ ვიქნებით ვალდებული, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დავარეგისტრიროთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იქნება ეს "მაესტრო", "რუსთავი 2" თუ სხვა მედიასაშუალებები, რომ დარჩნენ ჩვენთან, დარჩნენ იმ ველში, რომელსაც ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეებისთვის მიწოდება ჰქვია," განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ მთავრობას სხვა პრიორიტეტი არ აქვს და ყველაფერი დანარჩენი რაც ამ პრიორიტეტსა და ზოგადად საჯარო რეესტრის შესახებ კანონს მიღმა არის, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც კომპანიის მეწილეები და პარტნიორები სახელმწიფოსგან ჩაურევლად ღებულობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.