ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივა გააჟღერა (ვიდეო)
14-04-2014, 10:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმს აცხადებს.

 

 

აღნიშნული წინადადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

 


ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გახდეს კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ საქართველოში განხორციელდა რეალური ცვლილებები და ქვეყანას მართავს დემოკრატიის გზაზე მდგარი პოლიტიკური გუნდი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარების გარანტია.

 


"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა პარტიას მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. სწორედ ამიტომ, მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკაონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და თან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული, გადაუდებელი აუცილებლობა. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია არჩევნების პერიოდში პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა", - განაცხდა პრემიერმა.

 


ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული ინფორმაცია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ, ასევე მიმართავს საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჩართონ კვალიფიციური დამკვირვებლები საარჩევნო პროცესის მონიტორინგში.

 


"მოგვაწოდონ შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც, გპირდებით, უყურადღებოდ არ დავტოვებთ. ჩვენი მიზანია, არჩევნების შედეგები მთლიანად ასახავდეს ხალხის ნებას. მჯერა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ისევე როგორც წინა, საპრეზიდენტო არჩევნები, იქნება სამაგალითო და უპრეცენდენტო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

                                           

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი