თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ვიცე-პოლკოვნიკი, ჯასპერ შნაიდერი დააჯილდოვა
05-02-2016, 05:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის“ (JTEC) შტაბის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ჯასპერ შნაიდერს უწყებრივი მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა. დანიელ ოფიცერს ჯილდო საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ერგო. დაჯილდოების ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა და მას საქართველოს თავდაცვის უწყებისა და ნატოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


„დანიელი ოფიცერი, რომელიც JTEC-ისთვის 7 თვის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში, ტოვებს ქვეყანას. მისი შემცვლელი უკვე ჩამოსულია. ეს დღე საინტერესოა იმიტომ, რომ უკვე ამდენი დრო გავიდა, რაც JTEC დაარსდა საქართველოში. ის იმ ისტორიის ნაწილია, რომელმაც ჩვენს ქვეყანას წარმატება უნდა მოუტანოს და მე მას მხოლოდ წარმატებები შემიძლია ვუსურვო. მადლიერების ნიშნად მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადავეცით. ეს თანამშრომლობა, რომელიც მყარდება ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის ფარგლებში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია და ხვალ და ზეგ შესაძლებლობას გააჩენს, რომ საქართველო უფრო დაცული, უსაფრთხო და წარმატებული ქვეყანა იყოს“,- განაცხადა დაჯილდოების ცერემონიალზე თინათინ ხიდაშელმა.

 

 

„ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის“ (JTEC) შტაბის უფროსმა თავდაცვის მინისტრს და საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელს აღიარებისა და ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგებთან მუშაობის პერიოდში თავადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა.

 


„ნატოელ და ქართველ ოფიცრებთან მუშაობა შესანიშნავი გამოცდილება იყო ჩემთვის. დღეს არის ბედნიერი და სევდიანი დღე - ბედნიერი იმიტომ, რომ მივიღე ოფიციალური ჯილდო, თუმცა, სამწუხაროა, რომ ეს არის საქართველოში ჩემი მისიის დასასრული. მალე გავემგზავრები ჩემს ოჯახთან, მაგრამ ვიცი, რომ წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც უნიკალური პროექტია, მომავალში დიდ მნიშვნელობას შეიძენს როგორც ნატოს შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივის, ასევე საქართველოს მომავლისთვის. პროექტი ნატოელი და ქართველი ოფიცრების კარგი გუნდის ხელშია. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას - ნატოს და საქართველოს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ჯგუფს და წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ჯგუფს პროექტის განხორციელებასა და დასახული მიზნის მიღწევაში“,- განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ჯასპერ შნაიდერმა.

 

 

„ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის“ (JTEC) შტაბის უფროსს, როტაციის წესით, ასევე დანიური მხარის წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი მაიკლ ლუნდი შეცვლის. იგი მოვალეობის შესრულებას 10 თებერვლიდან შეუდგება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი