ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრას 28 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე "საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა" ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში, მრავალი კითხვა დაგროვდა, რომელზეც პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, რის კონტექსტშიც მან "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები დაასახელა.
"რატომ ვსაუბრობთ "გაზპრომთან"? ვისი ინიციატივით? გვესმის თუ არა ის რისკები, რაც ამას თან სდევს? რატომ არის ჩვენი განცხადებები აზერბაიჯანის საწინააღმდეგო? რატომ არის სერიოზული რისკების მატარებელი "გაზპრომი"? მუდმივად გვესმის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ამიტომ ყველა ის კითხვა დაისმევა, რაც აქამდე გაგვიჟღერებია", - განაცხადა ხოშტარიამ.
თავის მხრივ, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა, რევაზ არველაძემ აღნიშნა, რომ მას აინტერესებს ის ათწლიანი გეგმა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ არის შემუშავებული.
"ასევე მაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს "გაზპრომთან" მოლაპარაკებები. გარდა ამისა, საინტერესოა კომპანია "ფრონტერას" მიერ გაცხადებული დიდი მოცულობის რესურსები, რომელიც თითქოს საქართველოს გააჩნია. მაინტერესებს, რაზე დაყრდნობითაა ეს ინფორმაცია გავრცელებული და როდის დაიწყება მათი ათვისება", - განაცხადა რევაზ არველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.