ირმა ნადირაშვილი: პრემიერო - თქვენ ასე ქვეყანას ვერ ააგუგუნებთ
05-02-2016, 05:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს უმრავლესობა, რომელიც პარლამენტში მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც მთავრობა მოდის" - განცხადება აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა. ნადირაშვილის შეფასებით, პარლამენტის გამართულად ფუნციონირების პასუხისმგებლობა მმართველ უმრავლესობას გააჩნია, რასაც ის ვერ აკეთებს.

 

 

"მიუღებელია სიტუაცია, რაც პარლამენტში ხდება. პირველი რეგისტრაციის დროს 11 ხმა გააყალბეს – დეპუტატები სხდომათა დარბაზში არ იყვნენ და რეგისტრაცია ისე გაატარეს. როცა პროტესტი გამოვთქვით, ამ ადამიანების რიცხვმა მოიკლო. გასანაწილებელია თანამდებობები ან პრეზიდენტთან აქვთ რაიმე გასაყოფი ან სადაო. მინდა პრემიერს და უმრავლესობას ვუთხრა, რომ ასე ქვეყანას ისინი ვერ ააგუგუნებენ და ჯობია, საქმეს მიხედონ - დალაგდნენ და იმუშაონ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია, რომელიც დღეს, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში სამჯერ ჩატარდა, ბოლო ჯერზე მხოლოდ 71 დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი