მიხეილ ჯანელიძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
05-02-2016, 06:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან, ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას, საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

 

 

"კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს აქტიური თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროებში, ამასთან, არსებობს ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების დიდი პოტენციალი.

 

 

"განსაკუთრებული ყურადღება მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებას დაეთმო. საუბარი შეეხო უახლოეს პერიოდში დაგეგმილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისა და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სამმხრივი შეხვედრის დეტალებს, ასევე პრემიერ-მინისტრების დონეზე საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს გამართვის საკითხს.

 

 

შეხვედრისას თურქეთის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი