"დიდმა ბრიტანეთმა და შვედეთმა "ვიკილიქსის" დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის თავისუფლების აღკვეთა უნდა დაასრულოს" - ამის შესახებ გაერო-ს თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე მომუშავე კომისიაში განაცხადეს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, BBC ავრცელებს.
44 წლის ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში იმყოფება. მას შვედეთში ექსტრადირება ემუქრება, სადაც მას გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. თუმცა, ის ბრალდებებს უარყოფს.
გაერო-ს კომისიის მოსაზრებით, ასანჟის დაკავება ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში უკანონოა. თუმცა, შვედი პროკურორების განცხადებით, გაერო-ს კომისიის გადაწყვეტილებას "არანაირი ფორმალური გავლენა" გამოძიებაზე არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიცია ასანჟს საელჩოს დატოვების შემთხვევაში დააკავებს.
ვებგვერდი "ვიკილიქსი" მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პენტაგონის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ამერიკული სახელმწიფო უწყებებების საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.