ჩვენ ჩვენივე დეპუტატებით და უმრავლესობით უნდა შევქმნათ კვორუმი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ კვორუმის არასებობის გამო სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
"უნდა გაირკევს, იყო თუ არა საპატიო მიზეზებით გაცდენები. რიგი ჩვენი კოლეგა ვიცი, რომ ვირუსის გამო ავადაა და ვერ მოვიდა სხდომაზე. არ უნდა იყოს დამოკიდებული სხდომის გახსნა უმცირესობის ხმებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რომ მათ აქვთ ეს ბერკეტი, რომ იყვნენ დარბაზში და არ გაიარონ რეგისტრაცია", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია, რომელიც დღეს, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სამჯერ ჩატარდა, ბოლო ჯერზე მხოლოდ 71 დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.