არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ - ს ორგანიზებით, პროექტის „მეტი პოზიტივი საზოგადოებას“ ფარგლებში, დღეს მასშტაბური აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ორგანიზაციამ „ქუჩის მუსიკოსებთან“ და მოქალაქეებთან ერთად, სლოგანით „გაიღიმე - ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“ მსვლელობა მოაწყო. „ღიმილიანი აქცია“ დაიწყო ფილარმონიიდან და თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს სიმბოლურად ყვავილები და ბუშტები მესიჯით „პოზიცია ერთია, სიკეთის გზით ვიზრდებით. გავიღიმოთ ყოველდღე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“ დაურიგეს. თავისუფლების მოედანზე „ქუჩის მუსიკოსებმა“ კონცერტი გამართეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას მეტი პოზიტივისკენ.
აღნიშნული აქცია-პერფორმანსი, პროექტის „მეტი პოზიტივი საზოგადოებას“ ფარგლებში, პირველად გაიმართა. „პოზიცია“ გეგმავს, მსგავსი ტიპის „ღიმილიანი აქციები“ თვეში ერთხელ, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბნის ცენტრალურ გამზირზე მოაწყოს.
„არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-მ დააარსა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, სახელწოდებით „მეტი პოზიტივი საზოგადოებას“. მე ვფიქრობ, რომ დღეს ერს სჭირდება მეტი ღიმილი და ერთმანეთის გვერდში დგომა. ორგანიზაციამ ახალი პროექტის ფარგლებში, გადაწყვიტა თვეში ერთხელ, ხალხმრავალ ადგილას გააკეთოს მსგავსი ტიპის აქციები. მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ გავიღიმოთ, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რადგან ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“ - აცხადებს „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.