იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აზერბაიჯანულენოვანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
05-02-2016, 07:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აზერბაიჯანულენოვანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის, სახელმწიფო ტელევიზიის, ტელეარხების − „ANS“ და „ATV“, საინფორმაციო სააგენტოს − „AZERTAG“ და აზერბაიჯანული გაზეთის − „გურჯუსტანის“ ჟურნალისტები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, თეა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებს პირადად გააცნო ინიციატივა გაყალბებული დოკუმენტების ამნისტიის შესახებ.

 

 

"ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო გააყალბეს პირადობის მოწმობა, პასპორტი, სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა. ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ მიმართავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და თავად განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე.

 


იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მონაცემების უცხო ენიდან (ძირითადად, რუსული, აზერბაიჯანული ან სომხური ენებიდან) ქართულ ენაზე არასწორად გადმოტანის შემთხვევებზე.

 


კერძოდ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გამოვლენილი ისეთი არასწორი თუ ურთიერთშეუსაბამო მონაცემების ჩამონათვალი, რომელთა არსებობაც მექანიკური შეცდომის შედეგია. დოკუმენტებში ასეთი არასწორი მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო ამავე პირის სახელზე გაცემულ სხვა დოკუმენტებსაც შეისწავლის და თუ მივა დასკვნამდე, რომ შეცდომა მართლაც მექანიკურია, ის ამ დოკუმენტაციას და სააგენტოს მონაცემთა ბაზას თავად შეასწორებს, ინფორმაციის საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაგზავნის გარეშე.

 


თუ დოკუმენტში შეცდომა პირის სახელის ან გვარის უცხო ენიდან (ძირითადად, რუსული, აზერბაიჯანული ან სომხური ენებიდან) ქართულ ენაზე არასწორად გადმოტანის შედეგად არის დაშვებული, მათი გამოსწორება დოკუმენტის მფლობელის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი შესწორდება იმ ვერსიის მიხედვით, რომელსაც არასწორი მონაცემების შემცველი დოკუმენტის მფლობელი, შესაბამისი უცხო ენიდან ქართულ ენაზე ტრანსლიტერაციის წესებიდან გამომდინარე, რამდენიმე შესაძლო ვარიანტს შორის თავად აირჩევს. ამ გზით შესწორებული მონაცემები შესაბამისობაში მოვა ამავე პირის სახელზე მანამდე გაცემულ სხვა დოკუმენტებთან და, შედეგად, ეჭვქვეშ აღარ დადგება ამ დოკუმენტების ნამდვილობისა და ვალიდურობის საკითხი. თუ ცალკეულ შემთხვევებში მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მარტივი შესწორების შეტანის საშუალებას, ამ შემთხვევაშიც ზედმეტი ბარიერების გარეშე მოხდება სახელის ან გვარის შეცვლა ან გვარის კანონიერად აღიარება.

 


შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანულენოვანი მედიის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხა"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი