თბილისის მერიის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს. გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურას თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. მერიის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე მისი კანდიდატურის დამტკიცებისას მომხრე 30 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე კი - 8. საკითხს სხდომაზე მხარი "ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" დეპუტატებმა არ დაუჭირეს.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარდუგინა.
სხდომაზე კანდიდატის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ გამოხატეს. სევდია უგრეხელიძის თქმით, გიგა ნიკოლეიშვილს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს გამოცდილება და გაუგებარია რაში უნდა გამოადგეს მას ეს გამოცდილება მერიაში ადმინისტრაციის უფროსად მუშაობის დროს. გიორგი ლილუაშვილმა სევდია უგრეხელიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ გიგა ნიკოლეიშვილს მენეჯერად მუშაობის გამოცდილებაც აქვს და თანამედროვე ხედვით აღჭურვილი კადრის მიყვანა მერიაში აუცილებელია. "უსაფრთხოების სამსახურში მუშაობა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის უფლებას არ უზღუდავს", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.