იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქართველი მეწარმეები, იტალიის ქალაქ გუიდიცოლოში გამართულ ღონისიძებას "მინდვრის მებაღეობა 2016" – ს დაესწრნენ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართული დელეგაცია იტალიაში ლომბარდიის რეგიონს სტუმრობდა, სადაც "ფერარი", "ფორიგოს", "ლუკინისა" და სხვა ცნობილი ბრენდების მწარმოებელი ქარხნები მოინახულეს. რეგიონის პირველი პირები სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთების დასამუშავებელ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სათბურების მუშაობის ახალ ტენდენციებს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, იმერეთის გუბერნიის დელეგაციამ ლომბარდიის რეგიონის გუბერნატორთან რობერტო მარონთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა იმერეთისა და ლომბარდიის რეგიონების დამეგობრების საკითხი განიხილეს და ასევე, რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
იმერეთის გუბერნატორმა რობერტო მარონს საქართველოს ვიცე–პრემიერ კახა კალაძის წერილიც გადასცა, სადაც ორ ქვეყანას შორის კავშირების განვითარებასა და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის დამყარებაზე იყო საუბარი.
მარტის თვეში იმერეთის რეგიონში ლომბარდიაში წარმოებული ტექნიკა გამოიფინება, ღონისძიებას ქართველი მეწარმეები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.
იტალიაში გამართულ ღონისძიებაზე "მინდვრის მებაღეობა 2016" საქართველოდან იმერეთისა და შიდა ქართლის გუბერნიების დელეგაციები იყვნენ წარმოდგენილები.
ლომბარდია განსაკუთრებით განვითარებულია მრეწველობა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.