თბილისის მერიის ადმინისტრაციის ახალი უფროსი მერიაში გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ გიგა ნიკოლეიშვილმა დღეს საკრებულოსი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიგა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს სხდომაზე მისი თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის განხილვის დროს ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ გიგა ნიკოლეიშვილ უსაფრთხოების სპეციალისტია, მას კარგი გამოცდილება აქვს, მაგრამ სხვა მიმართულებით.
"ოპოზიციამ ჩემი CV ალბათ ბოლომდე ვერ წაიკითხა, რადგან იქ გარკვევით ეწერა, რომ მე ვმუშაობდი ადმინისტრაციულ თანამდებობეზე. ვფიქრობ, ჩემი მისვლით უფრო წარმატებული და უფრო ეფექტური გახდება ადმინისტრაციის მუშაობა", - განაცხადა თბილის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა. გიგა ნიკოლეიშვილმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, გეგმავს თუ არა იგი მერიის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს.
"მცირე დოზით საკადრო გადაადგილებები იქნება. კონკრეტულად რა საკადრო გადაადგილებები იქნება ჯერ ვერ გეტყვით. გავეცნობი თანამშრომლებს, შევაფასებ მათ პროფესიონალიზმს და იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს გადაადგილებებზე", - დასძინა ნიკოლეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.