პრემიერ მინისტრს შევახსენებ - ის დღეს პრემიერ მინისტრია სწორედ იმიტომ, რომ ამაში მონაწილეობა მიიღო "მაესტრომ", - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტნიორთა საბჭოს მიერ დირექტორის უფლებამოსილებაშეწყვეტილმა ბაია გადაბაძემ განაცხადა.
"პრემიერ მინისტრთან შეხვედრას აზრი აღარ აქვს, რადგან მან უკვე პასუხი გამცა. როგორც მოვიდა პრემიერ-მინისტრად, ისე ნუ გააკეთებენ, რომ ისევ ისე წავიდეს. პრემიერ-მინისტრობა არის ძალიან ხანმოკლე, ისევე, როგორც ჩვენი პოზიციები. ჯერ ჩვენ ვართ, ადამიანები, შემდეგ პრემიერ მინისტრები, დირექტორები და ჟურნალისტები. სამწუხაროა, რომ იქ, სადღაც, მაღლა ეს ყველაფერი ავიწყდებათ ხოლმე", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.